GC FUND

ფონდის შესახებ

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი (GCF) არის კერძო კაპიტალის ფონდი, რომლის მთავარი მიზანია, საქართველოში არსებულ მზარდ ინდუსტრიებში საინვესტიციო პროექტების განხორციელება. 

ფონდი, რომელიც 2013 წლიდან ამოქმედდა, მიზნად ისახავს დააბანდოს არსებული კაპიტალი და მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელოს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი განიხილავს ისეთ საინვესტიციო მიმართულებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს ეკონომიკის ზრდასა და განვითარებას. კერძოდ კი ფონდის სტრატეგიული მიმართულებებია: სოფლის მეურნეობა და ლოგისტიკა, ტურიზმი და უძრავი ქონება, ენერგეტიკა და ინფრასტრუქტურა, მრეწველობა. 

ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს 25%-დან 100%-მდე წილობრივი მონაწილეობა ისეთ პროექტებში, რომელთა მინიმალური მომგებიანობა 17%-ს შეადგენს. პროექტის მინიმალური ჯამური საინვესტიციო მოცულობა უნდა შეადგენდეს 5 მლნ აშშ დოლარს.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი შეინარჩუნებს საკუთრების ინტერესს კომპანიებში 7-დან 9 წლის მანძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ფონდი გაასხვისებს კომპანიის საინვესტიციო წილს, სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით:

  • პროექტის გაყიდვა თანა-პარტნიორებზე;
  • გაყიდვა მესამე მხარეზე;
  • აქციების განთავსება ადგილობრივ და საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე;

ფონდის სტრუქტურა: