GC FUND

  • ტიპი

    სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა

  • სტატუსი

    მიმდინარე

  • ინვესტიცია

    $ 29 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.gcfund.ge

საქართველოს სათბურის კორპორაცია

12 ჰექტარზე გაშენებული მაღალტექნოლოგიური სათბური, რომელიც გარდაბანში მდებარეობს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული საინვესტიციო პროექტია. აღნიშნულზე მუშაობა, ფონდმა 2014 წელს, სასათბურე მეურნეობის დარგში წამყვან ევროპულ კომპანია რიშელ ჯგუფთან (Richel Group) ერთად დაიწყო და  ჰოლანდიურ კომპანია სერტონთან (Certhon) ერთად გააგრძელა. 

სათბურში ამჟამად მიმდინარეობს კიტრისა და პომიდვრის სხვადასხვა ჯიშების წარმოება.  მიმდინარე სეზონზე ყველაზე მოსავლიანი ჯიშები ერთ კვადრატულ მეტრზე კიტრის შემთხვევაში 75 კგ-ს ხოლო პომიდვრის შემთხვევასი 50 კგ-ს მოისხავს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 250-ზე მეტი ადამიანი, ხოლო პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 29 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.