GC FUND

ტურიზმი და უძრავი ქონება

ტურიზმი და უძრავი ქონება ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი სექტორებია საქართველოში. 2019 წლის იანვარ-ივლისის  პერიოდში საქართველოში 4,961,918 საერთაშორისო  მოგზაურების ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +7.8%-ია.

განვითარებული ინფრასტრუქტურა, გაუმჯობესებული მომსახურების სფერო, დაბალი დანაშაულის მაჩვენებელი, მიმზიდველი ბუნება და მრავალფეროვანი კლიმატური პირობები ხელს უწყობს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ-ევროპის საუკეთესო ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას. ამჟამად საქართველოს მასშტაბით ხუთი აეროპორტი ფუნქციონირებს რაც მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვაზე. ამასთანვე, ბოლო წლების მანძილზე საქართველოს ბაზარზე შემოვიდა რამდენიმე მაღალი კლასის საერთაშორისო დონის სასტუმროს ოპერატორი, რაც ჩვენი რეგიონის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

აღნიშნული ტენდენციის გათვალისწინებით, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ინიციატივით ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული საინვესტიციო პროექტებისთვის შეიქმნა საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი.

ჩვენი მიდგომა:

ჩვენ ვგეგმავთ საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ისეთ მზარდ ინდუსტრიებში როგორიცაა ტურიზმი და უძრავი ქონება. ამასთანავე, ინდუსტრიების მრავალფეროვნების მიზნით, ჩვენთვის პრიორიტეტულია როგორც რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი, ასევე გართობისა და კომერციული ობიექტების სექტორების განვითარების ხელშეწყობა.

ფონდი ორიენტირებულია განახორციელოს ინვესტიცია შემდგომი კატეგორიის პროექტებში:

სასტუმროები თბილისში:
  • ტიპი: მაღალი, საშუალო და ეკონომ კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 35%
  • ტიპი: საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 20%
ზღვისპირა სასტუმროები:
  • ტიპი: საშუალო და მაღალი კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 20%
სასტუმროები სამთო-სათხილამურო და ალპურ ზონებში:
  • ადგილმდებარეობა: გუდაური, ბაკურიანი და სვანეთი.
  • ტიპი: საშუალო და ეკონომ კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 15%
სასტუმრო სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით
  • ადგილმდებარეობა: წყალტუბო, ახტალა და ბორჯომი
  • ტიპი: საშუალო და მაღალი კლასის სპა სასტუმრო
  • სექტორის პორტფელში წილი: 10%
რეგიონალური სასტუმროები
  • ადგილმდებარეობა: მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მატარებელი რეგიონები (კახეთი, იმერეთი, ქართლი და ა.შ.)
  • ტიპი: საშუალო და ეკონომ კლასის სასტუმროები
  • სექტორის პორტფელში წილი: 10%
სხვადასხვა ტიპის მოსასვენებელი, გასართობი და კომერციული ობიექტები
  • ტიპი: ტურიზმი და უძრავი ქონების სექტორის განვითარებისთვის მრავალფეროვანი ტიპის პროექტები
  • სექტორის პორტფელში წილი: 10%

მიმდინარე პროექტები

  • გალერია თბილისი

    საინვესტიციო მოცულობა: $100 მლნ

  • აქსის თაუერსი

    საინვესტიციო მოცულობა: $147 მლნ