GC FUND

  • ტიპი

    ტურიზმი და უძრავი ქონება

  • სტატუსი

    დასრულებული

  • ინვესტიცია

    $147 მლნ

  • ვებ-გვერდი

    www.axistowers.ge

აქსის თაუერსი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდისა და დეველოპერული კომპანია აქსისის ერთობლივი პროექტია და იგი ყველაზე მაღალი ცათამბჯენია დედაქალაქის ცენტრში, ვაკეში რომელიც უკვე გახდა თბილისის ახალი ბიზნეს უბანი.

მულტუფუნქციური აქსის თაუერსი 5 დეველოპერულ მიმართულებას მოიცავს - A კლასის ბიზნეს  ცენტრი, Accor ჯგუფში შემავალი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „Pullman“, სავაჭრო ცენტრი, საცხოვრებელი, და გასართობი სივრცეები - რომელიც თავის მხრივ საფეხმავლო ქუჩასაც მოიცავს. მრავალფუნქციური კომპლექსი ორი ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მბრუნავი ცათამბჯენისგან შედგება, რომელთაგან ერთი მინისაა, ხოლო მეორე - ქვის.  კოშკები 41 სართულიანია, აქედან 4 სართული განთავსებულია მიწისქვეშ.  "აქსის თაუერსი" თბილისის ყველაზე მაღალი შენობაა, 147 მეტრი სიმაღლით.  პროექტში გათვალისწინებულია მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომელიც 500-მდე ავტომანქანას დაიტევს.

აქსის თაუერსში ასევე განთავსდება: ყველაზე დიდი საკონფერენციო დარბაზი 10 შეხვედრების ოთახით. საცურაო  აუზი მოძრავი გადახურვით, სპა, ფიტნეს ცენტრი, მაღაზიები, 20-მდე კაფე რესტორანი, სქაი ბარი - 140 მეტრ სიმაღლეზე, რომელსაც 360 გრადუსიანი ხედი აქვს თბილისზე.  ასევე მოეწყობა საფეხმავლო ქუჩა, რომელიც შეაერთებს ჭავჭავაძის გამზირს აბულაძის ქუჩასთან.