GC FUND

Marriott International-მა, შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა

23 August, 2019
News Title

Marriott International-მა, 2018 წლის ოფიციალური შედეგები გამოაქვეყნა და შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“, Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს შორის, ევროპაში პირველ ადგილზე დაასახელა. აღნიშნული სტატუსი მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსით განისაზღვრა, რის ფარგლებშიც შეკვეთილში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფი“ მოწინავე ადგილს საკმაოდ დიდი ნიშნულით ინარჩუნებს და უსწრებს მილანში, კოპენჰაგენში, ვარშავაში, ბარსელონაში, დუბროვნიკში და სხვა ევროპულ ქალაქებში არსებულ სასტუმროებს.  

აღნიშნულ წარმატებას, სასტუმრო „პარაგრაფმა“ სულ რაღაც ერთ წელში მიაღწია, რაც მიუთითებს დამსვენებელთა კმაყოფილებაზე, მომსახურების მაღალ ხარისხზე, სერვისების მრავალფეროვნებაზე და ა.შ. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ სასტუმროში ამჟამად 450 ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 95% ადგილობრივი მკვიდრია. Marriott International-ის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თანამშრომლებს სისტემატიურად უტარდებათ პროფესიული გადამზადების მასტერკლასები, რაც მათ საშუალებას აძლევს აიმაღლონ კვალიფიკაცია და დამსვენებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიონ.

„გახსნის დღიდან ვმუშაობ სასტუმრო „პარაგრაფში“, მიღება-განთვასების განყოფილების მთავარი ზედამხედველის პოზიციაზე: რეგიონის განვითარებისათვის მსგავსი პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასტუმროში დასაქმებულთა უმრავლესობა ადგილობრივი  ახალგაზრდობაა, რაც მათ მომვალში განვითარებისა და წინსვლის პერსეპექტივას აძლევს. მნიშვველოვანია ისიც, რომ მომხმარებელი „ავტოგრაფ ქოლექშენის“ კულტურას გაეცნო, რაც ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის უფრო მეტად დახვეწას. ამ სასტუმროს დამსახურებით საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წერწილით აღინიშნა მსოფლიო რუკაზე.“- ანზორ ცინცაძე, დასაქმებული.

შეკვეთილში მდებარე სასტუმროს ოპერირებას უწევს  შპს „სასტუმროების მართვის კომპანია“, რომელიც 2015 წელს დაარსდა და სასტუმროების ქსელის: Marriott International - ის ფრანჩიზის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელია. აღნიშნული კომპანია, არა მხოლოდ  Autograph Collection-ის ბრენდის სასტუმროებს უწევს ოპერირებას, არამედ მას უფლება აქვს მართოს მარიოტის საერთაშორისო ქსელში არსებული 21 ბრენდი,[1] მთელი საქართველოს მასშტაბით.

იმის გათვალისწინებით, რომ სასტუმრო მხოლოდ ერთი წელია არსებობს, ასეთი მაღალი შეფასება განსაკუთრებულად სასიხარულო მოულოდნელობა იყო ჩემთვის და მთელი „პარაგრაფის“ გუნდისთვის. სტუმრების მხრიდან ჩვენი სასტუმროს წარმატება თითოული თანამშრომლის თავდაუზოგავი შრომის შედეგი და ამასთან ერთად, ძალიან დიდი მიღწევაა. ეს წარმატება  „ავტოგრაფ ქოლექშენის“ ქსელის მომსახურების შესაბამისმა სტანდარტმა და ქართული სტუმართმოყვარეობის ერთობლიობამ განაპირობა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს,  მაღალი შეფასებისთვის, რაც მომავალში საქართველოს ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. დარწმუნებელი ვარ, რომ  მოხმარებლის ნდობას გავამართლებთ, შევინარჩუნებთ მომსახურეობის მაღალ ხარისხს და მომავალში კიდევ უფრო მეტად დავხვეწავთ მას.“ - სასტუმრო პარაგრაფის გენერალური მენეჯერი ფარვიზ იურჩიკი.

შეგახსენებთ, რომ პარაგრაფრეზორტი და სპაშეკვეთილში საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ერთ-ერთი წარმატებული პროექტია, რომლის მშენებლობა 2017 წელს დასრულდა. 220 ნომრიან სასტუმროში თავმოყრილია 1600 მ³ მოცულობის აკვარიუმი, 115 მ-ზე ზღვაში შეჭრილი აუზი, ბავშვთა გასართობი სივრცეები, ზამთრის ბაღი, მასშტაბური საკონფერენციო დარბაზები და რესტორნები.  პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კი 100 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს.

2018 წლის, დეკემბერის თვის მდგომარეობით, ტურიზმის განვითარების ფონდის საინვესტიციო პორტფელში 10 პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა $717 მლნ აშშ დოლარს უტოლდება. პროექტები, რომლებიც ქ. თბილისში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხოციელდება, მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზეა.


[1] Marriott, Sheraton, Le Meridien, Westin, Renaissance, Delta Hotels, Design Hotels, Tribute Portfolio, Gaylord Hotels, Courtyard, Four Points, AC Hotels, Moxy, Aloft, Protea Hotels, Springhill Suites, Fairfield Inn, Residence Inn, Townplace Suites, Element.