GC FUND

ირინა ქინქლაძე

ირინა ქინქლაძე

ირინა ქინქლაძე

ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულების ხელმძღვანელი

ირინა ქინლაძემ მისი კარიერა თანაინვესტირების ფონდში 2013 წელს დაიწყო, საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე. არაერთი დაწინაურების შემდეგ, ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორის ხელმძღვანელად დაინიშნა. ირინა პასუხისმგებელია ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორის პორტფელის მართვაზე და ჩართულია როგორც ინვესტიციების ანალიზში და კომპანიების შეფასებაში, ასევე აქტივების მართვასა და გარიგების სტრუქტურირებში. ირინა აქტიურად მონაწლეობს უძრავი ქონების პროექტების განვითარების ყველა ეტაპში, უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ შესრულებას, პორტფელის გაფართოებასა და ოპტიმიზაციას.  

ფონდში დასაქმებამდე ირინა ქინქლაძე მუშაობდა საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში „Deloitte & Touche Georgia”, უფროსი აუდიტორის პოზიციაზე.  

ირინა ქინქლაძე ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით და მაგისტრის ხარისხს ინოვაციური ტურიზმის მართვის მიმართულებით, რამონ ლულის უნივერსიტეტიდან (ესპანეთი, ბარსელონა).