GC FUND

ლაშა მამარდაშვილი

ლაშა მამარდაშვილი

ლაშა მამარდაშვილი

ბიზნეს ანალიტიკის სამსახურის უფროსი

ლაშა მამარდაშვილმა მისი კარიერა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში 2016 წელს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე დაიწყო, შემდგომ დაწინაურდა წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე და ახლა უკვე ფონდის ბიზნეს ანალიტიკის ხელმძღვანელია. ლაშა პასუხისმგებელია ფონდის ოპერირებადი პროექტების საოპერაციო შედეგების შეფასებაზე, ბიუჯეტირებაზე, ფინანსური მოდელების მართვასა და ანალიზზე. ამავდროულად, ლაშა მამარდაშვილი არის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სტაჟირების პროგრამის ავტორი და პროექტის მთავარი ხელმძღვანელი.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ლაშა მამარდაშვილი მუშაობდა კომპანიაში KG Energy of Kusto Group. მის მოვალეობებში შედიოდა კომპანიის მრავალფეროვანი საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების მართვა, მიზანშეწონილობის კვლევებს და ფინანსური ანგარიშების მომზადება.

ლაშა მამარდაშვილი ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ფინანსების მიმართულებით.