GC FUND

სოფიო ხელაშვილი

სოფიო ხელაშვილი

სოფიო ხელაშვილი

უფროსი სპეციალისტი

სოფო ხელაშვილმა თანაინვესტირების ფონდში მუშაობა 2014 წელს დაიწყო, რისკების ანალიზის დეპარტამენტში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. არაერთი დაწინაურების შემდეგ, სოფო ახლა ფონდის წარმოების სექტორის უფროსი სპეციალისტია. სოფოს აქვს ფინანსური მოდელირების, შეფასების, რისკების ანალიზისა და კვლევის 14 წლიანი გამოცდილება. ფონდში მუშაობის პერიოდში, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის საინვესტიციო პრინციპების ჩამოყალიბებაში, მათ შორის პროექტის განხილვისა და დამტკიცების პროცესის განსაზღვრაში, პროექტის რისკის შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრაში,  საინვესტიციო მემორანდუმების და ფინანსური მოდელირების სტრუქტურის შექმნაში. ახლახან, მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რამდენიმე მხსვილ ტრანზაქციაში.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, სოფო ხელაშვილი მუშაობდა ანალიტიკოსის პოზიციაზე, საქართველოს ბანკის კვლევების დეპარტამენტში (ამჟამად Galt & Taggart, Research).

სოფო ხელაშვილი ფლობს Northeastern University-ის ბაკალავრის ხარისხს საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებით, ფინანსების და მარკეტინგის განხრით (ბოსტონი, აშშ).