GC FUND

ილია კეკელიძე

ილია კეკელიძე

ილია კეკელიძე

უფროსი სპეციალისტი

ილია კეკელიძე პროფესიონალი ფინანსისტია 10 წელზე მეტი გამოცდილებით: ფინანსების, კერძო საინვესტიციო ფონდის, საბანკო საქმის და უძრავი ქონების დარგებში. ილია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს მისი დაარსების დღიდან შემოუერთდა და მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფონდის ჩამოყალიბებაში, არაერთ მნიშვნელოვან გარიგების შეფასებასა და წარმართვაში. ილია მართავს ფონდის კაპიტალს და უზრუნველყოფს ტრანზაქციებს. იგი პასუხისმგებელია ინვესტორებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და საპროექტო კომპანიებთან საქმიანი ურთიერთობის წარმართვაში. იგი ასევე მუშაობს სხვადასხვა იურისდიქციებში საერთაშორისო საგადასახადო რეგულაციების დაცვით ახალ და მიმდინარე ინვესტიციების ფინანსურ სტრუქტურირებაზე. 

საქართველოს თანაინვესტირების ფონდამდე ილია მუშაობდა საქართველოს ბანკში სასესხო კაპიტალის ბაზრებისა და ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებებში. მან დიდი წვლილი შეიტანა საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე სავალო ფასიანი ქაღალდების წარმატებულ განთავსებაში, ასევე ბანკისთვის მნიშვნელოვანი დაფინანსების მოზიდვაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და კომერციული ბანკებისგან.

ილია ფლობს ფინანსების მაგისტრის ხარისხს მანჩესტერის ბიზნეს სკოლიდან.