GC FUND

ვლადიმირ უგულავა

ვლადიმირ უგულავა

ვლადიმირ უგულავა

უფროსი სპეციალისტი

ვლადიმირ უგულავა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2018 წელს შემოუერთდა საინვესტიციო ანალიტიკოსის პოზიციაზე. არაერთი დაწინაურების შემდეგ, ვლადიმირი ახლა ფონდის ტურიზმისა და უძრავი ქოენების სექტორის უფროსი სპეციალისტია. ვლადიმირი პროფესიონალია დიდი გამოცდილებით ფინანსურ დაგეგმვასა და ანალიზში, ფინანსურ ანგარიშგებაში, საინვესტიციო ანალიზში, პროექტის კომპლექსურ ანალიზსა და აქტივების მართვაში. ვლადიმირი აქტიურად მონაწილეობს უძრავი ქონების პროექტების განვითარების ყველა ეტაპში, უზრუნველყოფს პროექტის წარმატებულ შესრულებას და პორტფელის მართვას. იგი პასუხისმგებელია როგორც პორტფელში არსებული კომპანიების საინვესტიციო ანალიზზე, ფინანსურ დაგეგმვასა და ანალიზზე, ასევე უმაღლესი აღმასრულებელი ხელმძღვანელობისთვის ხელის შეწყობაზე პროექტიდან გამოსვლის (ე.წ „exit”) დაგეგმვაში და შესაბამისი სტრატეგიების განვითარეში.

ფონდში დასაქმებამდე ვლადიმირ უგულავა მუშაობდა აუდიტორად საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიაში „Deloitte & Touche Georgia”. აუდიტორად მუშაობისას ვლადიმირი ფარავდა შემდეგ მიმართულებებს: უძრავი ქონება, ტელეკომუნიკაცია, საბანკო სექტორი, ენერგეტიკა და წარმოება.

ვლადიმირ უგულავა ფლობს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს წარჩინებით ფინანსების მიმართულებით, კავკასიის უნივერსიტეტიდან. ასევე, ფლობს ბაკალავრის ხარისხს გამოთვლითი ტექნიკის და ავტომატიზირებული სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, ტელეკომუნიკაციების და ინფორმატიკის ციმბირის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. გარდა ამისა ვლადიმირ უგულავა ფლობს ბაკალავრის ხარისხს სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, რუსეთის ტრანსპორტის უნივერსიტეტიდან (MIIT).

ამჟამად ვლადიმირ უგულავა გახლავთ ACCA-ის წევრი და ჩაბარებული აქვს CFA პროგრამის მეორე დონე.