GC FUND

გვანცა ფხაკაძე

გვანცა ფხაკაძე

გვანცა ფხაკაძე

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

გვანცა ფხაკაძემ მისი კარიერა საქართველოს თანაინვესტირების ფონდში 2023 წელს სტაჟირების პროგრამის ფარგლებში დაიწყო, რის შემდეგაც დაწინაურდა უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე. გვანცა პასუხისმგებელია ოპერირებადი პროექტების  ყოველთვიური, კვარტლური და წლიური ფინანსური შედეგების დამუშავებაზე, რეპორტინგსა და ანალიზზე. ასევე ფინანსურ მოდელირებაზე, რათა განისაზღვროს კონკრეტული პროექტების მომგებიანობა. გვანცა ასევე ჩართულია შიდა მოხმარებისთვის საჭირო კვლევების წარმოებაში, სხვადასხვა პროექტების შეფასებაში, ინვესტორებისთვის წარსადგენი პრეზენტაციების მომზადებასა და ბორდის წევრებთან ერთად მიმდინარე საკითხების განხილვაში.

გვანცა არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დამამთავრებელი წლის სტუდენტი.