GC FUND

მარიამ ჩიკვაიძე

მარიამ ჩიკვაიძე

მარიამ ჩიკვაიძე

უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსი

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მარიამისთვის პირველი სამსახურია, სადაც მუშაობს უმცროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე უძრავი ქონების მიმართულებით. მარიამის ძირითად მოვალეობებში შედის ფონდის პროექტების დეველოპმენტისთვის გაწეული ხარჯების ყოველთვიური განაწილება და ანალიზი, ფინანსური მოდელების შედგენა, განსხვავებული სიტუაციებისა და სცენარების მოდელებში ასახვა და ანალიზი, არსებული და მომავალი პროექტების მომგებიანობის დათვლა, საჭიროების შემთხვევაში გარკვეული ბაზრის კვლევების ჩატარება. მარიამი ასევე მუშაობს რეპორტების შექმნაზე Power BI-ის პროგრამაში, რომელთა საშუალებითაც ხდება კომპანიის პორტფელის სხვადასხვა კუთხით ანალიზი.

მარიამი, ამჟამად  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესისა და ადმინისტრირების ფაკულტეტის სტუდენტია.