GC FUND

თამარ ნაზღაიძე

თამარ ნაზღაიძე

თამარ ნაზღაიძე

რეპორტინგის უფროსი

თამარ ნაზღაიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდს, 2021 წელს რეპორტინგის უფროსის პოზიციაზე შემოუერთდა. თამარნაზღაიძეარის პროფესიონალი ფინანსისტი, ფინანსური სერვისების ინდუსტრიაში მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილებით, ასევე 2018 წლიდან არის მსოფლიოს წამყვანი პროფესიული გაერთიანების ACCA-ს წევრი. საქართველოს თანაინვესტირების ფონდში, ის პასუხისმგებელია ჯგუფისა და შვილობილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგების მომზადებასა და გადახედვაზე, ბიუჯეტირებაზე,  ბიზნესისა და ქონების შეფასების პროცესესების შეფასებაზე და საწარმოო სექტორთან დაკავშირებული საინვესტიციო პროცესების მართვაზე

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ის მუშაობდა შპს ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს (PWC Georgia) აუდიტის დეპარტამენტში. 2020-2021 წლებში თამარ ნაზღაიძე იყო ლექტორი PwC-ის საგანმანათლებლო  აკადემიაში და კითხულობდა შემდგომ კურსებს: კონსოლიდაცია (IFRS 10), გაუფასურება (IAS 36), ფინანსური ინსტრუმენტები (IFRS 9), IFRS ქართულად და პრაქტიკული მოდულები. 2014-2017 წლებში, კი მუშაობდა შპს Deloitte Georgia-ში აუდიტის ასისტენტად.

თამარ ნაზღაიძე ფლობს საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ("ESM" ბიზნეს სკოლა) ბაკალავრის ხარისხს, ფინანსების მიმართულებით ბიზნეს ადმინისტრირების დარგში.