GC FUND

ლელა გიგიბერია

ლელა გიგიბერია

ლელა გიგიბერია

მთავარი ბუღალტერი

ლელა გიგიბერია საქართველოს თანაინვესტირების ფონდს მისი დაარსების დღიდან შემოუერთდა და მას შემდეგ წლებია იკავებს მთავარი ბუღალტერის პოზიციას. მის მოვალეობებში შედის ფონდისა და მისი ჰოლდინგური კომპანიების სააღრიცხვო ოპერაციების მართვა, ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება, ურთიერთობა საერთაშორისო აუდიტთან, ასევე ფონდის სააღრიცხვო პოლიტიკის შემუშავება. იგი პასუხისმგებელია ფონდისა და მისი ჰოლდინგური კომპანიების ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგების კონტროლზე, წლიური ბიუჯეტის მომზადებასა და ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის კონტროლზე.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გუნდში გაწევრიანებამდე, ლელა გიგიბერია მუშაობდა „ლიბერთი ბანკში“ ფინანსური დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. "ლიბერთი ბანკამდე" იგი მუშაობდა სხვადასხვა კომერციულ ბანკში.

ლელა გიგიბერია ფლობს საქართველოს საერთაშორისო ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხს, საბანკო სფეროში და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხს ინფორმატიკისა და გამოყენებითი მათემატიკის სფეროში. მას მიღებული აქვს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფინანსური მენეჯერის სერთიფიკატი.