GC FUND

ნუცა ქისტაური

ნუცა ქისტაური

ნუცა ქისტაური

საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი

ნუცა ქისტაური საქართველოს თანაინვესტირების ფონდს 2018 წელს შემოუერთდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პოზიციაზე. ნუცა პასუხისმგებელია ფონდის ოთხივე სექტორში არსებულ პროექტებზე, კერძოდ ჩართულია როგორც ბრენდის შექმნის და ჩამოყალიბების საწყის, ასევე განვითარების შემდგომ ეტაპებზე. ამავდროულად, ნუცა უზრუნველყოფს მედიასთან ურთიერთობის საკითხებს, რაც გულისხმობს შესაბამისი მედია სტრატეგიის, მედია გეგმის და საინფორმაციო მასალების მომზადებას. 

საქართველოს თანაინვესტირების ფონდში მუშაობის დაწყებამდე, ნუცა მუშაობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სიპპ "აწარმოე საქართველოში" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე. 

ნუცა ფლობს ბაკალავრის ორმაგ ხარისხს გლობალურ კომუნიკაციებში (სპეციალიზაციით საზოგადოებასთან ურთიერთობა და მარკეტინგი), ხოლო მეორად ხარისხს სოციალური ფსიქოლოგიის განხრით პარიზის ამერიკული უნივერსიტეტიდან (პარიზი, საფრანგეთი).